„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან პლებისციტთან დაკავშირებით გააკეთა.
როგოც გიორგი ვაშაძე ამბობს, მისთვის და გუნდისთვის არაფერი იცვლება.
„ჩემთვის და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდისთვის არაფერი არ იცვლება. ჩვენ ყოველთვის ერთგული ვართ ჩვენი გაცემული პირობის. ვინ რა ცვლილებებს შეიტანს გეგმებში ეს კითხეთ სხვას. სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ. ჩვენ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან თუ პირებთან მეტ სინერგიას ვხედავთ და რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ თანამშრომლობის მექანიზმებზე. არაერთხელ მითქვამს, რომ ძალთა გაერთიანება მნიშვნელოვანია, რომ პასუხიმგებლიანი ხალხი მოვიყვანო ხელისუფლებაში. ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ. ცალკეული განცხადებები ჩემთვის არაფერს არ შეუშლის ხელს, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“. ცალკეული განცხადებები ნაკლებად მაინტერესებს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება“ – , განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, ცნობსითვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე. მისივე თქმით, აქვს იმედი, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს.










