გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში, კორონავირუსი კიდევ სამ მოსწავლეს დაუდგინდა.
კოვიდ-19 დაუდასტურდა 5 ოქტომბერს გამოვლენილი შემთხვევის, 14 წლის ინფიცირებული მოზარდის ძმას და მის ორ თანაკლასელს. დღეს დილიდან ეპიდემიოლოგები ინფიცირებული მოზარდების კონტაქტებს იკვლევენ.
14 წლის მოზარდის ინფიცირების გამო, ველისციხის საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე არ გადაიყვანეს. თუმცა, შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე, სასწავლო პროცესს კლასებში, მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრება.
გადაწყვეტილებას სკოლის ონლაინ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე, შესაბამისი სამსახურები დღეს მიიღებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











