საქართველოს მასშტაბით, სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების ე.წ. სწრაფი ტესტით შემოწმება, აქტიურად მიმდინარეობს. ინფრომაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
სისტემური ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით ხორციელდება.
“სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს არეგისტრირებს ბმულზე: https://labour.moh.gov.ge, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს” – წერია განცხადებაში.











