სოლიდარობის აქცია ქუთაისში – თბილისში განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტები მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ.
„არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება“ – ამ დევიზით ცენტრალურ მოედანზე მედიასაშუალებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ჟურნალისტები თბილისში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
აქციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ.
ნახეთ: 5 ივლისის ქრონოლოგია – როგორ ვითარდებოდა პროცესები
ასევე ნახეთ:











