სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოწინააღმდეგის მიერ გახსნილ ცეცხლს სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – მაიორი გარუშ ამბარცუმიანი და კაპიტანი სოს ელბაქიანი ემსხვერპლნენ.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში სომხეთის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა, შუშან სტეპანიანმა დაწერა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მხარემაც გაავრცელა.
სომხეთის იერიშის შედეგად აზერბაიჯანში გენერალი და სამხედრო პოლკოვნიკი დაიღუპნენ.











