აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შერიარაღებული ძალების სროლების შედეგად 2 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა. უწყებაში ასევე, აღნიშნავენ, რომ მსხვერპლი ორივე მხარეს არის.
ინფორმაციას სომხური მხარეც ადასტურებს. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ავტომობილით სცადეს, სომხური მხარისგან მიღებული გაფრთხილების შემდეგ კი თავის პოზიციებს დაუბრუნდნენ.
თუმცა 1 საათის შემდეგ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და სომხური პუნქტის დაკავება სცადეს. უწყებაში აცხადებენ, რომ შეტევის მოგერიება საპასუხო ცეცხლის გახსნით შეძლეს. ამასთან, სომხურ მხარე ამბობს, რომ დაშავებულები და დაღუპულები არ ჰყავს.











