სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით, Sputnik 5-ით აიცრა და თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ ტოროსიანის პრესსპიკერმა, ალინა ნიკაგოსიანმა განაცხადა.
ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსული ვაქცინის რამდენიმე ათეული დოზა, რომელსაც საბოლოო კვლევა ჯერ კიდევ არ გაუვლია, სომეხ კოლეგას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა.











