პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს ამ წუთებში უტარდება ოპერაცია.
მირზოიანს ერევანში დემონსტრანტები თავმჯდომარის მანქანას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება მასზე ძალადობის ამსხველი ვიდეომასალაც.
კადრებში ჩანს, თუ როგორ გდია მიწაზე უგონოდ მყოფი დეპუტატი.
სომხეთში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.
ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა მიმართვა და განაცხადა, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა.











