„სომხეთი ელოდება, რომ თურქეთი სომხური მხარის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას შეცვლის“,- ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არა აივაზიანმა განაცხადა.
ინფორმაცის სომხური მედია ავრცელებს.
აივაზიანის განცხადებით, თურქეთმა სომხეთის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას სერიოზულად უნდა გადახედოს და ოფიციალური ერევნის მიმართ მტრული ქმედებები აღკვეთოს, რათა რეგიონში მშვიდობა დამყარდეს.











