აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში სომხეთის არმია ჯებრაილის რაიონის, ასევე არაზის მდინარის ნაპირას მდებარე გათავისუფლებული სოფლებს მიმართულებით საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებდა.
აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთის შეტევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.











