სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი РБК-სთან ინტერვიუში იმ ხაფანგის შესახებ ყვება, რაშიც სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანელები მოაქციეს.
ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის და ყარაბაღის სამხედრო ხელმძღვანელობამ კონფლიქტის ზონაში უკან დახევის იმიტაცია მოაწყვეს და აზერბაიჯანის სამხედრო კორპუსი დერეფანში შეიტყუეს.
„ამ წუთებშიეს კორპუსი თავბრუდამხვევ დარტყმებს იღებს და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ოპერაციის საკვანძო მომენტ“ – ამბობს ფაშინიანი.
გუშინ, თვითაღიარებული ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ვაგრამ პოღოსიანმა განაცხადა, რომ მათ არმიამ 200 აზერბაიჯანელი სამხედრო იმსხვერპლა, როცა ტაქტიკური უკანდახევით ისინი ხაფანგში შეიტყუა.
თავის მხრივ აზერბაიჯანის ილჰამ ალიევს აცხადეთს, რომ მათ კონფლიქტის ზონაში სამი სტრატეგიული სიმაღლე აიღეს.










