სოფელ ბუკნარში მოსახლეობა გუშინდელი შეთანხმების წერილობით დადასტურებას ითხოვს.
„გვპირდებიან, რომ იმაზე შევთანხმდეთ, რომ ვილოცოთ კარგადო. მაგრამ ხელმოწერას არ აკეთებენ. ვეუბნებით, რომ ხელი მოაწერონ, ხალხი ერთმანეთს არ დაუპირისპირდეს. მაგრამ ამას არ აკეთებენ“,- ამბობს ბუკნარის ერთ-ერთი მკვიდრი.
გურიის სახელმწიფო რწმუნებული, გურამ ნასარიას თქმით კი, მუსლიმ მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შექმნია.
„არანაირი პრობლემა არ შეექმნება და არც ჰქონია მუსლიმ მოსახლეობას, რომელიც სოფელ ბუკნარში ლოცულობდა. ყველა ის ადამიანი, რომელიც პროვოცირებას შეეცდება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება,“ – აცხადებს რწმუნებული.
ჩოხატაურის მერიის წინ შეკრებილ მოსახლეობასთან, რამდენიმე წუთის წინ ყურანი და ბიბლია მიიტანეს.
მისი თქმით, არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას.
განცხადება გაავრცელაშემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა.
შეგახსენებთ, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში 12 იანვარს დაიწყო. ადგილობრივი მუსლიმი თემი, სოფელში მეჩეთის მოწყობას და ლოცვის უფლებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი მაღთლმადიდებელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.
გუშინ, 13 იანვარს, გვიან ღამით შედგა შეხვედრა ორივე მხარის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, თითქოს კონფლიქტი უნდა ამოწურულიყო, თუმცა დღეს დილისდან აქცია ისევ განახლდა.











