ოკუპირებული გალის მოსაზღვრე სოფელ ორსანტიის ტერიტორიაზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, გუშინ მდინარე ენგურმა ასაკოვანი მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
ადგილობრივების ცნობით, მამაკაცი გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრია და ის, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული საზღვრის კვეთას მდინარ ენგურის გადალახვით ცდილობდა.
“მდინარემ გამორიყა და მოსახლეობამ ნახა, მათ დარეკეს 112-ში და როგორც ვიცი პროზექტურაში გადაასვენეს ამოცნობაზე”, – აცხადებს სოფელ ორსანტიის მკვიდრი.
შეგახსენებთ,ენგურის ხიდი პანდემიის გამო თებერვალში ჩაიკეტა. მანამდე, საოკუპაციო რეჟიმმა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ყველა გადასასვლელი ჩაკეტა.
ავტორი: თეა შონია










