fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სოფელი მუშევანი გაიხსნა

17:40 July 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
837
ნახვა

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოფელი მუშევანი გაიხსნა. 67-დღიანი მკაცრი საკარანტინო მდგომარეობის შემდეგ სოფელს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნა.

სოფლის მაცხოვრებლებს მიმოსვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეეძლებათ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მუშევანის შესასვლელთან პატრულირება დღეიდან დაასრულეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელში არაერთი პერევნციული ღონისძიება გაატარა. ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტმა 100 და 50-ლარიანი სასურსათო პაკეტები რამდენჯერმე გადასცა. მუშევანში ასევე აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია.

სოფლის გახსნამდე ეპიდემიოლოგებმა PCR ტესტის მეშვეობით 66 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. კორონავირუსი არცერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა. სოფელში ასევე ჩატარდა თერმოსკრინინგიც.

„ორ თვეზე მეტია მუშევანის მოსახლეობას მკაცრ საკარანტინო პირობებში უწევდა ცხოვრება. საქართველოს მასშტაბით, სამწუხაროდ, ეს სოფელი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მეტად დაზიანდა. სოფელში სულ კორონავირუსის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. საკარანტინო მდგომარეობის პერიოდის განმავლობაში, მუშევანს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან ყურადღება არ მოკლებია. ბოლნისის მერიამ მოსახლეობას 100 და 50-ლარიანი სასურსათო პაკეტები რამდენჯერმე დაურიგა. მერიის თანამშრომლები, მოხალისეებთან ერთად, ყოველდღიურად სწავლობდნენ სოფლის მოსახლეობის საჭიროებებს და მასზე სწრაფ რეაგირებას ახდენენ. სამართალდამცველები კი 24-საათის განმავლობაში სოფლის საზღვრებს იცავდნენ. სოფლის გახსნამდე ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა სამიზნე ჯგუფები კორონავირუსულ ინფექციაზე PCR ტესტების მეთოდით შეამოწმეს, საბედნიეროდ ვირუსი არცერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ მთლიან მუნიციპალიტეტში მედიკოსებმა ბიოლოგიური ნიმუშები 3700-ზე მეტ მოქალაქეს აუღეს, მათგან 1200-ზე მეტი სოფელი მუშევანიდანაა. სოფელში არსებული სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე კი დღეიდან მუშევანს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნა. მსურს თოთოეულ მედიკოსს, პოლიციელსა და მოხალისეს მუხლჩაუხრელი შრომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეიდან არცერთი სოფელი აღარაა ჩაკეტილი“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

თეგები: მუშევანისაკარანტინე ზონა

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

„Holiday Inn Tbilisi“-ში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები იმკურნალებენ

October 19, 2020
1k
საზოგადოება

გახარიამ განმარტა, რა შემთხვევაში არ მოხვდება სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქე საკარანტინე სივრცეში

October 15, 2020
1.1k
საზოგადოება

დღეიდან დაბა ლენჯერსა და მესტიაში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

September 2, 2020
797

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია