სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის გადასახადი აუნაზღაურდებათ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი 150 ქულამდე, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან ერთი სემესტრის (2020-2021 სასწავლო წლის) სრულ ანაზღაურებას და 150 ქულამდე იმ სტუდენტებს, ვისაც შეჩერებეული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი წლის სწავლის საფასურს, ეს გახლავთ 1225 ლარი”, – განაცხადა გახარიამ.
ასევე, 17 წლამდე ბავშვები ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.











