fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს

14:49 November 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
790
ნახვა

ხმაური იყო აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც სოფელ ხერთვისის მკვიდრი ნანული სურმანიძე აცხადებს, რამდენიმე წლის წინ განვითარებული მეწყერული პროცესების შედეგად მისი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და ამჟამად მეუღლესა და ოთხ არასრულწლოვან შვილთან ერთად ავარიულ სახლში ცხოვრობს.

„რამდენჯერმე განვითარდა მეწყერული პროცესი ჩემს საცხოვრებელ სახლთან ალბათ სამ-ოთხჯერ.

რვა წელია ვითხოვ დახმარებას. მრავალშვილიანი დედა ვარ, ოთხი შვილი მყავს. მოვალ, დამპირდებიან, შედეგი არანაირი. ზამთარი მოდის და ერთი ოთახიც არ მაქვს, იმ ავარიულ სახლში ვცხოვრობ. ხომ უნდა მომაქციონ ყურადღება. მაქვს გეოლოგიური დასკვნა. ან უნდა შეეკეთებინათ აქამდე, ან როგორმე დავეკმაყოფილებინე.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ორი სკოლის მოსწავლე მყავს, ერთი მეთერთმეტეკლასელია, კარგი მოსწავლეები არიან და ონლაინსწავლებაში ვერ ერთვებიან, გამოცდები როგორ უნდა ჩააბარონ.

ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ავარიულ სახლში ცხოვრება გვაშინებს. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. ყველას მივმართე დახმარებისთვის, აჭარის მთავრობასაც და ხელვაჩაურის მერიასაც. მერამდენეჯერ მოვედი მთავრობის სახლთან, არ ვიცი.

არ გვხვდება თორნიკე რიჟვაძე. არც ხელვაჩაურის მერიაში არ გვაქცევენ ყურადღებას.

ფაქტობრივად, სახლი არ მაქვს, დაინგრევა სადაცაა. როგორც ჯოჭოში მოხდა, იგივე ჩემ შვილებს რომ არ დაემართოს, მე ყველაფერს გავაკეთებ. დედა ვარ და ჩემს ოთხ შვილს ვიცავ. მე დავიღუპო, არ ვდარდობ, მაგრამ ჩემ შვილებს დავიცავ. ჩემი შვილები გაჭირვებით მყავს გაზრდილი. არავინ არ დამხმარებია.

300 ლარი მაქვს დახმარება. პურის, შაქრისა და ზეთის გარდა ვერაფერს ვყიდულობ ამ თანხით. ჩაისა და პურზე მყავს შვილები. სახლი როგორ უნდა ავაშენო?

მოქალაქე როგორ არ უნდა მიიღოს მთავრობის თავმჯდომარემ. პოლიციას ვთხოვ და არ მიშვებენ. როგორ შეიძლება შენი მოქალაქის ასეთი დამცირება და უგულებელყოფა.

სანამ არ შემხვდება მთავრობის თავმჯდომარე, აქედან ფეხს არ მოვიცლი. სხვა გზა არ მაქვს, ჩემი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია“ – აცხადებს ნანული სურმანიძე.

 

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: თორნიკე რიჟვაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთი ორმხრივად ჩაიკეტება

November 24, 2021
819
საზოგადოება

ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები დღის წესრიგში დგას და კიდევ უფრო მეტი იქნება შემდეგი თვიდან – თორნიკე რიჟვაძე

August 29, 2021
787
პოლიტიკა

რიჟვაძე: პრემიერის მეთაურობით, უკვე შესაძლებელია, ქვეყნის მასშტაბით გვქონდეს ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე და არავინ დარჩეს სახელმწიფო ზრუნვის გარეშე

August 18, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია