უკრაინაში ქალაქ ლუცკში სამართალდამცველებმა ავტობუსის გამტაცებელი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მძევლები ავტობუსიდან უკვე გამოიყვანეს.
ქალაქ ლუცკში მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
გამტაცებლის დაკავებამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გაავრცელა მიმართვა, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდა ეყურებინათ 2005 წელს გადაღებული ფილმისთვის სახელწოდებით „დედამიწელები“.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ლუცკში 09:25 საათზე მოქალაქე მაქსიმ კრივოშმა ავტობუსიგაიტაცა, პოლიციაში თავად დარეკა და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მძევლები ჰყავდა აყვანილი.











