ამ წუთებში დიღმის მასივში სპეცოპერაციაა.
წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტს. „კურიერის” ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.
მათ ორი ბინა ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჰქონდათ ნაქირავები. ამოღებულია ნივთმტკიცებები.











