“სპუტნიკ-ვ” ვაქცინის 3000 დოზა ოკუპირებული აფხაზეთის რუსულ სამხედრო ბაზას გადაეცა.
პრეპარატის პარტია სპეციალურ თერმულ კონტეინერებში სამედიცინო ცენტრში გადაიტანეს.
ასევე, გამოყოფილია ორი ჯგუფი ვაქცინაციის ჩასატარებლად.
ვაქცინაცია ტარდება ნებაყოფლობით სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
პროცედურის დაწყებამდე ყველა ვაქცინირებული ადამიანი გაივლის საფუძვლიან სამედიცინო გამოკვლევას და ამის შემდეგ ისინი დაჰყოფენ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 30 წუთის განმავლობაში.
საერთო ჯამში, სამხრეთ სამხედრო ოლქში ახალი კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა 30 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეზე.
აპრილის თვის ბოლოს დაგეგმილია სამხრეთ სამხედრო ოლქის 225 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის, სამოქალაქო პერსონალისა და მათი ოჯახის ვაქცინაცია.
სანიტარული წესების შესაბამისად, წამლების ყველა სასარგებლო და პროფილაქტიკური მახასიათებლის შესანარჩუნებლად, ორგანიზებულია ღონისძიებების მთელი წყება, რათა უზრუნველყონ ოპტიმალური ტემპერატურა წამლების შენახვისა და ტრანსპორტირების დროს.
ტემპერატურის კონტროლი ტარდება ვაქცინის გადაადგილების ყველა ეტაპზე: მისი წარმოებიდან დაწყებული კონკრეტული პაციენტისთვის , რაც წამლების უსაფრთხოების გარანტიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
სამხედრო ოლქის სამხედრო ჰოსპიტლებისა და პოლიკლინიკების ბაზაზე მოქმედი ყველა სამხედრო სამედიცინო ორგანიზაცია აღჭურვილია სპეციალური სამაცივრე და სხვა ვაქცინის შენახვისთვის საჭირო სხვა სერტიფიცირებული აღჭურვილობით.
კვალიფიციური სპეციალისტები მუდმივად აკონტროლებენ შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დაცვას, იყენებენ კონტროლის სპეციალურ სისტემებს.
ავტორი:თეა შონია











