დიღმის სასაფლაოსთან ამ წუთებში სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო.
არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაპირისპირების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის ორი მუხლით – განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებით აღიძრა.











