fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სტაციონარული დაწესებულებების ვალდებულებაა, ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტაროს – გამყრელიძე

22:54 December 3, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
836
ნახვა

ამბულატორიული გაფართოებული ტესტირების გარდა, ასევე, სტაციონარულ დაწესებულებას ევალებათ ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტის კორონავირუსზე გამოკვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

რაც შეეხება სწრაფი ტესტირების გაფართოებას, გამყრელიძე განმარტავს, რომ მთავარი მიზანი ინფიცირებულების სწრაფად გამოვლენაა. ამასთან, გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ.

„დაახლოებით ერთი თვეა, რაც ლაბორატორიულ დიაგნოსტიკებში გარდა ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტისა, ანუ პიჯიარ ტექნოლოგიისა, რომელიც მოკლედ „პისიარ“ ტესტის სახელით არის ცნობილი მოსახლეობაში, ასევე ვიყენებთ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომლებიც 15-20 წუთში სიმპტომებიან პაციენტში გაძლევენ საკმაოდ კარგ ვალიდურ შედეგს, ადამიანი ინფიცირებულია, თუ- არა. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები გამოიყენებოდა გარკვეულ ჯგუფებში ჯერ კიდევ აპრილი-მაისიდან, მაგრამ უფრო ფართო მასშტაბური გამოყენება ერთი თვის წინ დავიწყეთ.

დღეს ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 000-დან 12 000-მდე „პისიარ“ ტესტი და 3000-3 500 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ტარდება. ყოველდღიური დადასტურებული მაჩვენებელი, რასაც ვაქვეყნებთ, ორივე მეთოდს ეყრდნობა. გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენების გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც კიდევ მეტად ენიჭება ყურადღება, როდესაც შეზღუდვები წესდება ქვეყნებში ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით. გუშინ გამოიცა მთავრობის დადგენილება, შესაბამისად, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ტესტირების გაფართოებასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რამდენიმე თვეში ყოველდღიური ტესტირების რაოდენობა პისიარ ტექნოლოგიით და ანტიგენზე დამყარებულით თანდათან ავიდეს 20 000-მდე. ამ მიდგომის ძირითადი მიზანი გახლავთ, ჩვენ შედარებით სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებულები, მათ შესაბამისი რეკომენდაციები მივცეთ, ეს რეკომენდაციებიც შემუშავებულია და ჩვენს ვებგვერდსა და „ფეისბუქის“ გვერდზე დევს. ადრეულ ეტაპზე ინფიცირებულების გამოვლენა წინაპირობაა, რომ ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები გამოვლინდებიან და მათ მხოლოდ იზოლირება დასჭირდებათ 12-14 დღის განმავლობაში. ამით ჩვენ ინფექციის შემდგომი გავრცელების ალბათობას შევამცირებთ.

აქედან გამომდინარე, მინდა, მივმართო მოსახლეობას, ფართოდ ისარგებლონ ამ შეთავაზებით. მათთვის მეტად გაიოლდება და ხელმისაწვდომი გახდება ტესტირება. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება, ხველა, სურდო, ყელის ტკივილი, ან სხვა იშვიათი სიმპტომები, როგორიც არის ყნოსვის, გემოვნების დაკარგვა და ასე შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიკლინიკებს ან სხვა სტაციონარულ დაწესებულებებს, სადაც მათ ტესტირება ჩაუტარდებათ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და სიახლე ამ დადგენილებაში გახლავთ ის, რომ გარდა ამბულატორიული გაფართოებული ტესტირებისა, ასევე, სტაციონარულ დაწესებულებას ევალება ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსზე. აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ იმ პაციენტებზე, რომლებსაც ჰქონდათ ვთქვათ, ცხელებით მიმდინარე დაავადებები და წვებოდნენ საავადმყოფოში, რათა დიფერენცირება მომხდარიყო, იყო ეს კორონავირუსული ინფექცია, თუ სხვა მიზეზით გამოწვეული ცხელება. დღეს უკვე ყველა სტაციონარული დაწესებულების ვალდებულებაა, თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სტაციონარში გადაყვანაც ხდება, კორონავირუსულ ინფექციაზე გამოკვლევა ჩაუტაროს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

თეგები: ამირან გამყრელიძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: „ომიკრონი“ დიდი ალბათობით, ამ თვის განმავლობაში გამოჩნდება

December 12, 2021
6.8k
მთავარი ამბავი

სიკვდილიანობა არ შემცირდება სანამ ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა ათასს ქვემოთ არ ჩამოვა – ამირან გმყრელიძე

December 12, 2021
864
მთავარი ამბავი

გამყრელიძე: სასურველია ვაქცინის ბუსტერი დოზა იმუნიზაციიდან 6 თვის შემდეგ გაკეთდეს

December 9, 2021
1.3k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია