„ჩენთვის მთავარი შედეგი პოლიტიკური დევნის დასრულება მელიას, რურუას გათავისუფლებაა. თუ როგორი კომიკური გზით გააკეთებენ ამას, ეს ჩემთვის უმნიშვნელო საკითხია. იაფფასიანი, ძალიან უნიჭო პიარსვლა იყო გათვლილი, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ასევე საზოგადოების ნაწილზე, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ, თითქოს, რაღაც ნაბიჯი გადადგეს. ამ საკითხზე მელიამ პრინციპული პოზიცია დააფიქსირა, რომელიც ჩემი აზრით, პრაგმატულად და მორალურად სწორი იყო”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
“პოლიტიკუტი დევნის, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვის და არჩევნების მოპარვის ფონზე, მისთვის პრინციპული იყო, სამარცხვინოდ შეკერილ საქმესთან დაკავშირებით, გირაო არ გადაეხადა. ახლა რა შეიცვალა, რომ დაიჭირეს ეს შეიცვალა? მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მისი მყარი პოზიცია ვიცი. როგორც უნდათ, ისე მოიფიქრონ და იმ ფორმით გაათავისუფლონ მელია, რურუა, დაასრულონ პოლიტიკური დევნა და გონს მოვიდნენ, სტატუს-კვოს მოპარული არჩევნებით ვერ შეინარჩუნებენ“, – განაცხადა ბოკერიამ.










