სტრასბურგის სასამართლო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებსაც შესაძლოა, სამოქალაქო პირების უფლებების დარღვევა, მათ შორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა მოყვეს.
„მიმდინარე წლის 29 სექტემბერს სასამართლომ ჩათვალა, რომ შექმნილი სიტუაცია ადამიანის უფლებათა კონვენციის სერიოზული დარღვევების რისკს ქმნის, და გადაწყვიტა, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი აამოქმედოს. ასეთი დარღვევის პრევენციის მიზნით სასამართლო მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებსაც, შესაძლოა, სამოქალაქო პირების უფლებების დარღვევა, მათ შორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა მოყვეს. სასამართლო მოუწოდებს ორივე ქვეყანას, შეასრულონ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა.











