“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებასთან ინდიუვიდუალურ მოლაპარაკებას არ აპირებს.
მისივე თქმით, “სტრატეგია აღმაშენებელი” გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
„აქციები სხვადასხვა დონეზე, როგორც რეგიონში ასევე ქალაქში იქნება, უბრალოდ 15 მაისისთვის დაანონსებულია შემკვრელი დიდი აქცია. მანამდე, გარკვეული აქტივობები, აქციებიც და სხვადახვა ღონისძიება რა თქმა უნდა, იქნება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. პარალელურად, მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.
ასევე, ჩვენი შემდეგი ნაბიჯები იქნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან. დავიწყებთ საუბარს მიმდინარე მოვლენებზე და სამომავლო გეგმებზე. ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლით, კოალიციური მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლით, „ქართული ოცნების“ მშვიდობიანად გაშვების შემდეგ, რას ვთავაზობთ, რა გეგმები გვაქვს და როგორ კოორდინაციაში ვიქნებით ერთმანეთთან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.











