„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ნაიციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი გამარჯვება, ნიკა მელია თავისუფალია! მადლობა ჩვენს დასავლელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის! მადლობა ყველა ხელის მომწერ პარტიას და ლიდერს ამ პასუხისმგებლობისა და გამბედაობისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი სჯეროდა და გვერდში გვედგა ამ ბრძოლაში! ბრძოლა ცვლილებებისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ჯერ არ დასრულებულა და მჯერა, სულ მალე ყველა ერთად გავიმარჯვებთ,“ – წერს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფალია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.











