“5 უსაფრთხო ქვეყნიდან უკვე პირველი რეისები განხორციელდა, სტატისტიკაც გვაქვს. ბოლო რეისის სტატისტიკა არა მაქვს ჯერ, მაგრამ მანამდე იყო ბერლინი, მიუნხენი და პარიზი, შესაბამისად, ე.წ. ნაცვალგების პრინციპით 300-მდე ადამიანია ჩამოსული. ეს არის ის პირველი ტურისტები ვისაც გადააწყდებით ქუჩებში”, – ამის შესახებ ეკონომიკისი მინისტრმა ნათია თურნავამ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
მისი მარტებით, მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, 9 300 000 ვიზიტორს ვერ ჩავანაცვლებთ, ამიტომ შიდა ტურიზმის რესურსი უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
“შიდა ტურიზმის რესურსი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახლა ისეთი ვითარება შეექმნა მთელს ტურისტულ დარგებს მსოფლიოსა და საქართველოშიც, რომ არ არის საუბარი დიდ მოგებებზე და საერთოდ მოგებებზე. საუბარია იმაზე, რომ შეინარჩუნონ თავისი თავი, არ შეამცირონ ადამიანები და შეინარჩუნონ დასაქმებულები”, – აცხადებს მინისტრი.











