სუს-ი ადასტურებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ მწყემსის გატაცებას.
უწყებაში განგვიმარტეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
გატაცებული მწყემსი ამჟამად უკვე თავისუფალია და მას გორში კოვიდზე შემოწმება უტარდება.
ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანთან 65 წლის მამაკაცი დააკავეს.











