fbpx

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ თელავის დრამატულ თეატრში მეორე პრემიერა შედგება

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, თელავის დრამატულ თეატრში, მეორე პრემიერა შედგება. 24-25 აპრილს თეატრის მაყურებელი ნიკა რამიშვილის პიესას „გაჭედილებს“ ნახავს. სპექტაკლის რეჟისორის, გოგი ...

თეატრ „გლობუსს“ სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა

10 თებერვალს, გამოჩენილ ქართველ თეატრალურ რეჟისორს, სანდრო მრევლიშვილს, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრ „გლობუსს“, მისი, როგორც დამფუძნებლის, სახელი ...

ფონდ „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი ექნება – მალხაზ თორია

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. ახალ თეატრში ორი დარბაზი განთავსდება, დიდი დარბაზი 570 მაყურებელზე იქნება გათვლილი, მცირე დარბაზი კი 140-ადგილიანი იქნება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მისი მოადგილე ლუდუკ ხასია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ. ,,ფონდ „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი ექნება. თეატრი დააკმაყოფილებს ყველა არსებულ მოთხოვნას და შეძლებს საერთაშორისო ფესტივალებსაც უმასპინძლოს. შენობას ექნება ორი დარბაზი, მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. ზუგდიდის თეატრი  ავარიული იყო და დასის უსაფრთხოებას ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფდა, თუმცა მალე ზუგდიდს ექნება თეატრი, რომელიც მთელს საქართველოში საუკეთესო იქნება. ასევე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა სენაკის ისტორიული თეატრის სრული რეაბილიტაცია“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

თეატრებისა და კინოების გახსნა ისევ გადაიდო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1 ნოემბრით,  ...

ანსამბლ „რუსთავისა“ და „მართვეს“ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლ „რუსთავისა“ და მისი სტრუქტურული ერთეულის – ხელოვნების აკადემია „მართვეს“ შენობას სრული ...