ტაილანდის პრემიერ-მინისტრი, პრაიუთ ჩან-ოჩა პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 6 000 ტაილანდური ბატით (190 დოლარი) დააჯარიმეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
პრემიერი მას შემდეგ დააჯარიმეს, რაც მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრაზე პირბადის გარეშე იმყოფებოდა.
„მე პრემიერ-მინისტრს ვაცნობე, რომ ეს წესების დარღვევაა“,- განაცხადა ბანგკოკის გამგებელმა ასვინ კვანგმუანგმა.











