ტაილანდში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian- ი ავრცელებს.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო, ბანგკოკში რესტორნებში ჭამა აიკრძალა.
ასევე, ბანგკოკში პარკები, სპორტული დარბაზები, ბარები, რესტორნები, დღის ცენტრები და სკოლები დაიხურა. მუნიციპალური ტრანსპორტი ქვეყანაში კვლავ მუშაობს.
სავაჭრო ცენტრები და მოლები მუშაობას შეზღუდული საათების განმავლობაში აკრძელებენ.











