ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციის ერთ-ერთ კელიაში მცხოვრებ ახალგაზრდა ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, როზა ჯანაშიამ დაუდასტურა.
მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევა შაბათს გამოვლინდა.
„ჩვენ ავედით რეზიდენციაში, საქმის კურსშია მეუფე სტეფანე, ჩატარდა დეზინფექცია და ბერთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – ამბობს როზა ჯანაშია.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქია გასული დღეების განმავლობაში ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, რამაც შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური აფეთქება გამოიწვიოს.
ავტორი: თეა შონია











