შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განმარტებით, დღეს ტელეფონის აღმოჩენის გამო ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა.
სოფო გორგოძე ყველას აფრთხილებს, გაითვალისწინონ წესები, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ დაფიქსირდეს.
„გამოცდის ბოლოსკენ სამწუხაროდ, ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევის გამო ერთი აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან.
კიდევ ერთხელ მინდა მივმართო აბიტურიენტებს გაფრთიხლდნენ. თუ მათ შემოწმების მიუხედავად ელექტრონული მოწყობილობა შეყვებათ და ეს აღმოვაჩინეთ გამოცდის პროცესში, ისინი აბსოლუტურად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იხსნებიან, ამიტომ ვთხოვ მათ ხვალისთვის ეს გაითვალისწინონ და უკვე ხვალ მეორე ნაკადს ველოდებით დილის რვა საათიდან“,- აღნიშნავს სოფო გორგოძე.
ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
ნახეთ – გამოცდების განრიგი სრულად.
გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრების მისამართებსა და მისასვლელ მარშრუტებს აქვეყნებს.











