დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გრიპის სეზონის დროს სიცხიანი ადამიანები გაიტესტებიან როგორც კოვიდზე, ასევე გრიპზე. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ამასთან შემუშავდება სხვა ღოსნიძიებებიც, რომლებიც გრიპის სეზონისთვის იქნება გათვალისწინებული.
„მოვუწოდებთ ჩვენს კლინიკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სასურველი იქნება, რომ გრიპის სწრაფი ტესტები გაორმაგდეს და გასამმაგდეს ანტიგენზე დამყარებული ტესტების შეძენა. გრიპის სეზონის დროს ყველა სიცხიანი ადამიანი დიფერენციალური დიაგნოტიკისთვის იქნეს გატესტილი ორივე ინფექციაზე, როგორც კოვიდზე, ისე გრიპზე, კიდევ სხვა ღონისძიებები შემუშავდება, რომელიც ამ სეზონისთვის იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











