პარტია„კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ეკა ბესელიას და ნინო ბურჯანაძეს თაღლითობაში ადანაშაულებს. ჩარკვიანი აცხადებს, რომ „ფსევდო მაგიდასთან“ კონსულტაცია მაჟორიტარების თემაზე მისთვის მიუღებელია.
„გუშინ განვაცხადე, კოლეგებო ვინაიდან მე თავიდანვე გითხარით რომ არანაირ მონაწილეობას გადანაწილებაში მაჟორიტარების არ მივიღებ, რადგან აქ სრული თავისუფლებაა საჭირო. ჩემთან ვთქვათ ორი ახალგაზრდა მყავს, რატომ უნდა ვკითხოთ შალვა ნათელაშვილის ოფისში შეკრებილ ბოკერიას და ბურჯანაძეს, მაჟორიტარად სად დააყენებს საკუთარ თავს. ხალხნო დავანებოთ თავი ამ სისულელეს, კვოტებს და მაიმუნობებს. არ არის 30 წლიანი ნათაღლითარი ხალხის გადასაწყვეტი ახალგაზრდები სად დააყენებს საკუთარ თავს. გუშინ მივიწერე მე არ ვთვლი საჭიროდ რომ თქვენთან გავიარო კონსულტაციები. რა თქმა უნდა დამოუკიდებლად დავაკომპლექტებ, ბოკერიას ვკითხო სად დავაყენებ საკუთარ თავს? „ძალა ერთობაშიას“ გვაქვს კონსულტაციები.
გიორგი ვაშაძემ ვის რა უნდა შეეკითხოს გადავირიეთ სულ? რეფორმატორია კაცი. ბესელიას ვკითხო ეხლა მე მაჟორიტარობა? ბესელია რომ იყო მაჟორიტარი და ბურჯანაძე რომ არიან რა გააკეთეს თავის ქვეყნისთვის, მრავალი წელია რომ არიან და თაღლითობენ, ეს თაღლითობის სტაჟია“,- აცხადებს თაკო ჩარკვიანი
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაერთიანებულ ოპოზიციას საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე დედაქალაქში კონსულტაციები აქვს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ 8 ოლქიდან 2 მათი იქნება, თუმცა თავად „ძალა ერთობაშია“ გაერთიანებაში შემავალი პარტიები პრეტენზიას საკუთარ კანდიდატებზეც გამოთქვამენ.
საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება შესაძლოა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს











