პარტია„კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ნიკა მელიამ პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როცა განაცხადა რომ პარტია დედაქალაქში 2 ოლქის გარდა მაჟორიტარ კანდიდატებისთვის ყველას დათმობდა.
„ბატონმა ნიკა მელიამ გააჟღერა, პატივისცემას ვუდასტურებ, მაგრამ დათმობა პოლიტიკური შეცდომა მგონია. ბევრი არის ჩემს აზრზე, დათმობა სიტყვა არ უხდება ამომრჩეველს არ უნდა აკადრო. ვის ხმებს თმობ როცა ამომრჩეველი გენდობა?
მელია გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ბატონი გრიგოლ ვაშაძე გაერთიანების ხელმძღვანელია და ზუსტი განმარტება გააკეთა.
მე გავემიჯნე იმ ფსევდო მაგიდას, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში და ვარ „ძალა ერთობაშიას“ ერთგული. სააკაშვილმა საერთო სია თქვა ძალიან მომწონს“,- აცხადებს თაკო ჩარკვიანი
თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ თბილისში მისი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატზე მსჯელობა „ძალა ერთობაშიას“ ფორმატში მიმდინარეობს.
„გუშინ განვაცხადე, კოლეგებო ვინაიდან მე თავიდანვე გითხარით რომ არანაირ მონაწილეობას გადანაწილებაში მაჟორიტარების არ მივიღებ, რადგან აქ სრული თავისუფლებაა საჭირო. ჩემთან ვთქვათ ორი ახალგაზრდა მყავს, რატომ უნდა ვკითხოთ შალვა ნათელაშვილის ოფისში შეკრებილ ბოკერიას და ბურჯანაძეს, მაჟორიტარად სად დააყენებს საკუთარ თავს. ხალხნო დავანებოთ თავი ამ სისულელეს, კვოტებს და მაიმუნობებს. არ არის 30 წლიანი ნათაღლითარი ხალხის გადასაწყვეტი ახალგაზრდები სად დააყენებს საკუთარ თავს.
გუშინ მივიწერე მე არ ვთვლი საჭიროდ რომ თქვენთან გავიარო კონსულტაციები. რა თქმა უნდა დამოუკიდებლად დავაკომპლექტებ“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაერთიანებულ ოპოზიციას საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე დედაქალაქში კონსულტაციები აქვს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ 8 ოლქიდან 2 მათი იქნება, თუმცა თავად „ძალა ერთობაშია“ გაერთიანებაში შემავალი პარტიები პრეტენზიას საკუთარ კანდიდატებზეც გამოთქვამენ.
საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება შესაძლოა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს











