fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თალაკვაძე: გირაო არ არის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე

12:38 April 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
772
ნახვა

გირაო არ არის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე, ამისთვის საჭიროა ამნისტია, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გირაოს გადახდით ნიკა მელია მხოლოდ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი კვლავ სასამართლო მიიღებს.

„შეთანხმება გაფორმებულია და ჩვენ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გვაქვს ამ შეთანხმებასთან. შესაბამისად, „ქართულ ოცნება“ გადადგამს ყველა თანმიმდევრულ ნაბიჯს, რომ პირობები, რომელიც შეთანხმებაში არის ჩაწერილი, შესრულდეს ჩვენი მხრიდან. ხელმოწერის მომენტში ჩვენ უკვე ვნახეთ, ვინ იყვნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ამ შეთანხმების ჩაშლას. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ასევე ოპოზიციონერებს თავად გამოჰქონდათ შეხვედრებიდან ინფორმაციები, რომ მათ სააკაშვილის და მელიას მხრიდან პირდაპირ ჰქონდათ მითითებები, რომ შეთანხმება არ უნდა შემდგარიყო, ან თუ შედგებოდა, მერე ისინი უნდა გასულიყვნენ ამ პირობებიდან.

რაც შეეხება მელიას დამოკიდებულებას, მე მგონი ელემენტარული იურიდიული განათლებაა საჭირო. მე გამიკვირდა. ვფიქრობ, ეს იყო უფრო სპეკულაციური კომენტარები, ვიდრე ოპოზიციის კომენტარები, მაგრამ ოპოზიციიდან იურისტებმაც გააკეთეს ეს კომენტარები. საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანთ. გირაოს გადახდა ცვლის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მოცემულობას. ნიკა მელია გირაოს თუ გადაიხდის, ის დატოვებს წინასწარი პატიმრობიდან დაწესებულებას და მისი კოლეგების მსგავსად, მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს, რომ გირაოს გადახდა საბოლოოდ უზრუნველყოფს  მის თავისუფლებაზე ყოფნას, ვინაიდან სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ნიკა მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სწორედ ამიტომ, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს და შეთანხმების დოკუმენტში ჩადეს ამნისტიის პროექტი, რათა საბოლოოდ მოგვარდეს ეს საკითხი და არა შუალედურად. ამიტომ ნიკა მელიას განცხადება, ვფიქრობ, უფრო მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე დესტრუქცია მოუწყონ ამ შეთანხმებას და დააბნიონ საზოგადოება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელია არ არის შეთანხმების ხელმომწერი მხარე, შესაბამისად, არ აქვს უფლება, ხელმომწერ პოლიტიკურ ძალებს რაიმე პირობები უკარნახოს.

„გირაო არ არის იმის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე. ამისთვის საჭიროა ამნისტია. ისინი ამნისტიას თუ არ ეთანხმებიან, აქ არის დღეს მთელი ოპოზიციია, შეუძლიათ გამოვიდნენ და დააფიქსირონ საკუთარი დამოკიდებულება, მაგრამ მე ვიცი, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პარტია, რომელიც გაექცევა ამ პასუხისმგებლობას, ვფიქრობ, დიდ პოლიტიკურ ფასსაც გადაიხდის. ნიკა მელია არ არის ხელმომწერი მხარე, ის არ არის რაიმე ტიპის უფლებებით აღჭურვილი, რომ გვიკარნახოს პირობები. თუ მას სურდა, ხელის მოეწერა და ყოფილიყო იმ მხარეს, სადაც ცივილური პოლიტიკა მიმდინარეობს, ეს მას შეეძლო. მათ ეს არ გააკეთეს და ახლა გარედან კარნახი მიუღებელია მისივე კოლეგებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ „ქართულ ოცნებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თეგები: არჩილ თალაკვაძენიკა მელიას საქმე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას და განახლებას ცდილობენ, მისი განახლება შეუძლებელია! – არჩილ თალაკვაძე

December 3, 2021
771
პოლიტიკა

მინდა, ოპოზიციონერ კოლეგებს, გულწრფელად ვურჩიო, შიმშილობა შეწყვიტონ, ვინაიდან მოთხოვნა აბსოლუტურად უსაფუძვლოა – არჩილ თალაკვაძე

November 15, 2021
969
პოლიტიკა

თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა, რაც შეიძლება მეტი HA HA

October 1, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია