ტყუილს, რომელსაც 24 საათში პასუხი არ გაეცემა, ხდება სიმართლე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ როგორც პოლიტიკოსები, ვალდებულები ვართ, როდესაც არის დამახინჯებული ინფორმაცია, უსაფუძვლო ბრალდებები, ზოგიერთ შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივი საინფორმაციო კამპანიებიც კი – ობიექტური პასუხები გავცეთ და საზოგადოებას სიმართლე გავაგებინოთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს, 25 ივნისს, კახა კალაძემ დაიწყო კამპანია „ფეიკნიუსების“ წინააღმდეგ. დედაქალაქის მერმა თქვა, რომ გადაწყვიტა ჰქონდეს ვიდეო კომუნიკაცია, რადგან აქვთ ვალდებულება მოსახლეობის წინაშე.











