„თალიბანმა“ გამოსცა ახალი წესები, რომლებიც სატელევიზიო სერიალებში ქალების მონაწილეობას კრძალავენ.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გარდა სატელევიზიო სერიალებში მონაწილეობის აკრძალვისა, ქალ ჟურნალისტებსა და სატელევიზიო წამყვანებს ეთერის დროს თავსაბურავის ტარება მოეთხოვებათ.
„თალიბანმა“ სატელევიზიო სივრცისთვის სულ რვა ახალი წესი გამოსცა. მათ შორის არის ისეთი ფილმების აკრძალვა, რომლებიც ისლამურ კანონებს და ავღანეთის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, აიკრძალა ისეთი კომედიური და გასართობი გადაცემების ჩვენება, რომელიც ავღანელებისთვის შეურაცხმყოფელი იქნება.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველა ვეღარ ისარგებლებს – „ამოქმედდა 3G წესები“ (გერმანია)
- ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა კორონავირუსი, შესაძლოა, 95%-ით შეაჩეროს – გიორგი ფხაკაძე
- VIDEO: ვინ არის სავარაუდო დამნაშავე, რომელმაც თბილისში საქართველოს ბანკის დაყაჩაღება სცადა
- დაათვალიერეთ, ძველ ყაიდაზე შექმნილი ახალი სახლი – ზურაბ შევარდნაძის კარ-მიდამო გურიაში
- VIDEO: აღმოჩნდა, რომ ჩემს ხელში იყო ამათი ბედი“ – როგორ ცხოვრობს დღეს ბავშვი, რომელიც თაკო ფხაკაძის დახმარებით გადაარჩინეს











