გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს სტატუსი მას შემდეგ გაუუქმეს, რაც საქმის წარმოება შეწყდა.
18 დეკემბერს, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.
თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ფაქტზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს, ხოლო მის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება.











