fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თამარ ბარკალაია: ამ ეტაპზე ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვი იმყოფება

15:42 June 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

„ნინოწმინდის პანსიონატში იმყოფებიან სოციალური მუშაკები, როგორც უსაფრთხოების გარანტი. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ოჯახების მოძიებაზე, ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია და ეს პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე 23 ბავშვი არის ნინოწმინდის პანსიონატში. დანარჩენების დიდი უმრავლესობა ოჯახებშია გაყვანილი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი პირველ რიგში იყო ის, რომ ამ პროცესში ჩართულმა ყველა პარტნიორმა დააფიქსიროს საკუთარი ხედვა და აზრი. ძალიან წარმატებული იყო ამ მიმართულებით შეხვედრა, რადგან როგორც საპატრიარქომ, ასევე სახელმწიფომ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად დავაფიქსირეთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მათი უფლებების დაცვა.

დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ბავშვთა უფლებათა კოდექსი, ოჯახის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დიდი ზომის ინსტიტუციების არარსებობაზე, ოჯახის გაძლიერებასა და ალტერნატიული ზრუნვის ფორმების ჩამოყალიბებაზე, რომელიც არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები.

ამაზე ვისაუბრეთ არა მხოლოდ ნინოწმინდის კონტექსტში, არამედ ზოგადად, დიდი ინსტიტუციებისა და დიდი ბავშვთა სახლის კონტექსტში. შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება, რომ დიდი ინსტიტუცია იყოს წახალისებული. შესაბამსად, ჩვენ ერთად ასეთივე ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც ნინოწმინდაში, ასევე სხვაგან, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვების შეფასება, მათ საუკეთესო ინტერესების გამოვლენა, მათი ოჯახეში ინტეგრაცია იყოს წახალისებული“,- განაცხადა ბარკალაიამ.

თეგები: თამარ ბარკალაიანინოწმინდის პანსიონი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

June 29, 2021
773
საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება

June 29, 2021
782
მთავარი ამბავი

ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ბოლო დღეებშია – კარლ ჰარცელი „ნინოწმინდის პანსიონზე”

June 29, 2021
786

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია