ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგი გამართა, სადაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესზე ილაპარაკა.
თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.
„საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცედურები გრძელდება და ჩვენ სპეციალურ ვებგვერდზე ეტაპობრივად ვათავსებთ შემაჯამებელ ოქმებს. ეს ოქმები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის-, აცხადებს თამარ ჟვანია.
წინასწარი შედეგები ასეთია.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 54,72%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 23,61%
ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – 3,99%
ლელო – მამუკა ხაზარაძე – 2,66%
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3,34%
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) – 2,46%
„გირჩი“ – 1,91%
შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 0,92%
ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა – 0,73%
მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 0,93%
ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს – ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის გააკეთა. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი ფუნ ქციონირებდა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობდა. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა.











