რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს, ბევრმა რესპუბლიკამ, რომელიც მისი წევრი გახდა „მიიღო დიდი რაოდენობით რუსული მიწები“ და „ტრადიციული რუსული ისტორიული ტერიტორიები“.
ასევე, პუტინის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ეს რესპუბლიკები უნდა გასულიყვნენ იმით, რითიც მოვიდნენ და თან არ უნდა წაეღოთ „რუსი ხალხის საჩუქარი“.
რუსეთის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებზე ან მიწებზე საუბრბდა.
პუტინმა ისევ გაიმეორა, რომ 2014 წელს, რუსეთთან ყირიმის შეერთება ნახევარკუნძულის მოსახლეობის დემოკრატიული არჩევანი იყო.
„ყირიმი ყოველთვის ჩვენი იყო, იურიდიული თვალსაზრისითაც კი“, – განაცხადა პუტინმა.











