fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თანასწორობის მოძრაობა: საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი

21:07 July 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

„თანასწორობის მოძრაობა”  საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება.

მათი თქმით, საპატრიარქოს განცხადება საფრთხისშემცველია.

“გვსურს გამოვეხმაუროთ 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ “სოლიდარობის მარშს” და 3 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს “სოლიდარობის მარშში” მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისაკენ. განცხადების თანახმად, 5 ივლისს მშვიდობიანი პარაკლისის გადახდა იგეგმება, მაგრამ 2013 წლის 17 მაისის შემდგომი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ შეკრებებს ძალადობრივი და ჰომოფობiური ჯგუფები ხშირად თემის წევრებზე თავდასხმისთვის იყენებენ.

“თანასწორობის მოძრაობისთვის”, როგორც სათემო ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანი და უპირატესია ლგბტქ თემის წევრების, აგრეთვე, ღონისძიებაში მონაწილე სხვა პირების უსაფრთხოების საკითხი.

აქედან გამომდინარე,

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

– დაიცვას შეკრებაში მონაწილე თითოეული ადამიანის უსაფრთხოება;

– ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებული შესაძლო სამართალდარღვევის აღსაკვეთად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროპორციული საშუალებები.

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

-Საჯარო განცხადებების გაკეთებისას იხელმძღვანელონ ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით;

-Თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისა და ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზებისგან.

მოვუწოდებთ მედიას:

– “Თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქებისას იხელმძღვანელონ მაღალი ეთიკური სტანდარტების შესაბამისად;

-Განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას, რათა ხელი არ შეუწყონ დისკრიმინაციისა და ძალადობის წახალისებას.

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, Ლგბტქ თემის წევრებისთვის, რომლებიც “თბილისი პრაიდის” ღონისძიებებში მონაწილეობენ, “თანასწორობის მოძრაობის” იურიდიული და სოციალური სერვისები განსაკუთრებულად იქნება მობილიზებული.

ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო სათანადოდ დაიცავს 5 ივლისს შეკრებაში მონაწილე თითოეული პირის უსაფრთხოებას!”. – ვკითხულობთ თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.

თეგები: თანასწორობის მოძრაობასაპატრიარქო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

October 25, 2021
793
საზოგადოება

შედგება თუ არა დიალოგი საპატრიარქოსა და აფხაზურ ეკლესიას შორის 

October 22, 2021
784
მთავარი ამბავი

10 ოქტომბერს ტაძრებში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება 

October 9, 2021
856

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია