საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ქვეყანა თანმიმდევრულად მიდის სრულფასოვნად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ევროატლანტიკური კურსი იქნება შეუქცევადი. რადგანაც 8 წლის განმავლობაში, რაც “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, ეს იყო დადასტურებული ქმედებით, კონკრეტული ხელშესახები შედეგებით და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე გაგრძელდება ოქტომბრის გამარჯვების შემდეგაც. რადგანაც ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, საკონსტიტუციო ცვლილებები მაქვს მხედველობაში, არის მნიშვნელოვანი გარანტი იმისა, რომ ჩვენ მივდივართ თანმიმდევრულად ჩვენი საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ჩვენი სრულფასოვანი გაწევრიანება ევროკავშირში”, – განაცხადა ზალკანიანმა.
დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.
„ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა











