„ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ლიდერის, მაკა სულაძის განცხადებით, თურნავას შემოთავაზება, რომ პროცესები გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში, ღიმილის მომგვრელია, რადგან მან თავად უბიძგა მათ ქუჩაში გამოსვლისკენ.
“ღიმილს ვერ ვიკავებ, თურნავასგან ცოტა არასერიოზული ხომ არ არის დიალოგის ასეთ რეჟიმში შემოთავაზება? თავად გვიბიძგა, რომ ქუჩაში გამოვსულიყავით და ახლა დიალოგზე გვეპატიჟება?,”- აღნიშნა სულაძემ.
ასევე ნახეთ: ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“: ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის











