უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ მოხდა მოქალაქეების გაფრთხილება წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე.
როგორც მდინარაძე განმარტავს, შეტევა იყო იმდენად სწრაფი, რომ პოლიციელებმა აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ შეძლეს.
„ასეთ დროს მსოფლიოში არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ვერც ესწრება და არც ხდება გაფრთხილება. როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხვევაში მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ. გაფრთხილება ხდება, როდესაც არის დაშლის ყველანაირი წინაპირობა. თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად. როდესაც ხდება მოქმედებები, რომლებიც მყისიერ საფრთხეს უქმნის იმას, რომ სადმე არ შეიჭრან ადამიანები, გაფრთხილება ვერ ხდება და ამას უშვებს კანონმდებლობაც“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.
კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ცესკოს შენობის წინ ჯებირების მორღვევას და შესვლას ცდილობენ, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება ისე დაიწყო, რომ მოქალაქეები არ გაუფრთხლიებიათ.











