fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

23:27 October 28, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
3.7k
ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ცილისწამება განსაკუთრებულად ინტენსიურ ხასიათს იძენს.

მათი ინფორმაციით, გამომდინარე მაღალი საჯარო ინტერესისა და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი მედიის მიერ საზოგადოების თუნდაც ერთი წარმომადგენლის შეცდომაში შეყვანის თავიდან არიდების მიზნით, სამინისტრო მზადაა, პასუხი გასცეს ყველაზე აბსურდულ ბრალდებებსაც კი.

„ამჯერად, პარტიული ტელევიზიის მთავარი არხის მიერ ვრცელდება ცრუ ბრალდებები, თითქოსდა სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი იმიტომ არ იმყოფება სამხედრო ნაწილებში, რომ ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში სამხედრო ნაწილებში უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისიდან მიღებულია განსაკუთრებული ზომები. კერძოდ, უმკაცრესი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების პარალელურად, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი, სადაც ეს შესაძლებელია, გადაყვანილია დისტანციურ მუშაობაზე, ხოლო ნაწილი კი სამხედრო ნაწილებში იმყოფება მონაცვლეობით, რომ ვირუსის გავრცელების პირობებში თავიდან იქნას აცილებული სამხედრო ნაწილის ფუნქციონირების შეფერხება. შესაბამისად, მიღებული ზომები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალებში კოვიდთან დაკავშირებული საკითხების იმგვარად მართვას, რომ არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები.

რაც შეეხება სამხედროების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ბრალდებებს, საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ 2012 წლის შემდეგ თავდაცვის ძალები წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ სახელმწიფო ინტიტუციას, სადაც ყველა შეხედულების საქართველოს მოქალაქე ერთიანება ქვეყნის დასაცავად. წინა ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი ნიშანი, ე.წ. დახურული უბნები, რომელიც ქართული ოცნების პირობებში გაუქმდა და სამხედროების ტოტალური კონტროლი ემსახურებოდა ვიწრო პარტიული ინტერესებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების გამოყენებას. ხშირი იყო სამხედროებზე ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის, დახურული საარჩევნო უბნებით მანიპულაციის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებდა ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო, თუ საერთაშორისო ორგანიზაცია.

აღნიშნული უმძიმესი ვითარება, რომელიც სრულად ანგრევდა თავდაცვის ძალების ინსტიტუციურ საფუძვლებს, რადიკალურად შეცვლილია. დღეს სამხედრო მოსამსახურეებს სრულიად თავისუფლად ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი საკუთარი შეხედულების მიხედვით და პარტიული ტელევიზიებიდან ამ რეალობის მოდელირების ნებისმიერი მცდელობა სრულიად წარუმატებლად დასრულდება“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები: თავდაცვის სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

9 სექტემბერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღეა

September 9, 2021
767
პოლიტიკა

გენერალ-მაიორი ტომას კარდენი წეროვანში აშშ-ის საელჩოს წიგნების კუთხის გახსნას დაესწრო

August 5, 2021
784
პოლიტიკა

ბურჭულაძე: მადლობა ბატონ პრემიერს იმ მხარდაჭერისა და განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია და აგრძელებს ჩვენი ჯარის გაძლიერებისთვის

July 22, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია