„მერწმუნეთ, თავის დროზე ზამთრის კურორტები რომ არ დაგვეკეტა, იქ ინფექციის ძალიან სწრაფად, ძალიან მაღალ გავრცელებას მივიღებდით“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, სხვა შემთხვევაში შესაძლოა, რეგოინების დაკეტვაც კი გამხდარიყო საჭირო.
„ვიცით, რომ არის დიდი პრეტენზია და მათ მართლაც უჭირთ. ეს სეზონი მათთვის პრაქტიკულად დაიკარგა და გაცდა. მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ რომ ამ ნაბიჯზე წავსულიყავით და თავის დროზე ზამთრის კურორტები არ დაგვეკეტა, იქ ძალიან სწრაფად, ძალიან მაღალ გავრცელებას მივიღებდით და მაინც მოგვიწევდა უფრო მკაცრი ზომების მიღება და შესაძლოა, იმ რეგიონების სრული გადაკეტვაც კი. ევროპული ქვეყნების გამოცდილებას თუ შევხედავთ, უმეტესწილად ზამთრის კურორტები არ ფუნქციონირებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. წელს მთელს მსოფლიოში ჩავარდა ტურისტული სეზონი“, – განაცხადა თურნავამ.











