თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა კლასტერი ფართოვდება – ვირუსი დღეს „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
არსებობს თუ არა თბილისში რეგულაციების გამკაცრების საფრთხე – საკითხზე ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე საუბრობს.











