თბილისის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში ქალი გარდაიცვალა. ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
მათივე თქმით, ქალი კოვიდსასტუმროში ოთხი დღე იმყოფებოდა.
„ჯანმრთელი გამოვუშვი და ყურადღება არავინ მიაქცია, სამი დღის წინ აუღეს ანალიზი, პასუხი გუშინ მოვიდა, დღეს კი გარდაიცვალა“, – ამბობს გარდაცვლილი ქალის მეუღლე.
„პრაიმტაიმნიუსი“ დეტალებს ჯანდაცვის სამინისტროში არკვევს.










